LIVE: საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური

30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება 50 მაჟორიტარულ ოლქში. არჩევნები  2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. გამარჯვებული ის კანდიდატი იქნება, ვინც ხმების უმრავლესობას მიიღებს.

ნეტგაზეთის რეპორტიორები თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდან, მარნეულიდან, ახალციხიდან, თელავიდან განახლებად რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ადგილებზე კენჭისყრის პროცესი.

ახალი ამბები თქვენს ბრაუზერში ავტომატურად განახლდება.