რესპუბლიკური პარტია ფრიდონ საყვარელიძემ დატოვა

დღეს, 29 ოქტომბერს, ფრიდონ საყვარელიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მან რესპუბლიკური პარტია დატოვა.

ფრიდონ საყვარელიძემ “ნეტგაზეთს” არ განუცხადა, თუ რის გამო დატოვა პარტია. მან ჩვენს სხვა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

ფრიდონ საყვარელიძე რესპუბლიკური პარტიის პროპორციული სიის მეათე ნომერი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

დღეს, 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა, რომელიც იყო რეპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2013 წლამდე და 2016 წლის არჩევნებში პროპორციული სიის პირველი ნომერი, რესპუბლიკური პარტია დატოვა.