აფხაზ დეპუტატს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

სოხუმის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დეპუტატს ნოდარ კვიცინიას და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც აფხაზური მედია წერს, საუბარია რუსი ბიზნესმენის, სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მდივნის, ოქსანა სკარედნოვას საქმეს.

ბრალდების მხარის ცნობით, 2012 წელს კვიცინიამ სერგეი კლემანტოვიჩი და ოქსანა სკარედნოვა 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით გამოსასყიდის მიზნით გაიტაცა. თანხის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ კვიცინიამ მის თანამზრახველებს გატაცებულთა ლიკვიდაცია შესთავაზა. მათი ცხედრები 2013 წლის 14 ოქტომბერს აფხაზეთში, სოფელ აძუბჟას ერთ-ერთ ჭაში აღმოაჩინეს.

სერგეი კლემანტოვიჩი კომპანია “პეტროლიუმ-აფხაზეთს” ხელმძღვანელობდა.