“სამართლიანმა არჩევნებმა” 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 244 საჩივარი წარადგინა. აქედან 93 საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, 40- ნაწილობრივ, 90 არ დაკმაყოფილდა და 20 საჩივარი კომისიამ განუხილველად დატოვა (1 საჩივარი ჯერ არ განხილულა).
ISFED-ის ინფორმაციით, საჩივრების უმეტესობაში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პასუხისმგებლობის საკითხი იყო დაყენებული:
“4 შემთხვევაში მოთხოვნილი იყო კენჭისყრის შედეგების ბათილობა, მათ შორის, ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქის #79 და #38 უბნებზე. „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი, ასევე, მარნეულის #35 მაჟორიტარული ოლქის #34 უბნის პროპორციული კენჭისყრის შედეგები და გლდანის #21 მაჟორიტარული ოლქის #54 უბნის მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგები.”
41 შემთხვევაში საჩივრების მოთხოვნას წარმოადგენდა შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა. წარდგენილი საჩივრებიდან 91 ეხება შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსებას, 24 საჩივარი ეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც შემაჯამებელ ოქმებში არ დგება ბალანსი, ხოლო 18 საჩივარი- შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადაკეთებას/გადასწორებას.
„სამართლიანი არჩვენებში“ აცხადებენ, რომ საჩივრების განხილვ აძირითადად საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ საჩივრების განხილვას და სრულყოფილად დაეფიქსირებიათ ორგანიზაციის პოზიცია წარდგენილ საჩივრებზე. თუმცა საჩივრების განხილვასთან და საოლქო კომისიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
გარდა ამ ხარვეზებისა, რუსთავის და ოზურგეთის საოლქო კომისიების შემთხვევაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლების დროულად მიღება. ოზურგეთის შემთხვევაში ოქმის ასლის მიღებისთვის მოთხოვნილი იქნა საჯარო ინფორმაციის მოსაკრებლის გადახდა, რასაც საარჩევნო კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს შემაჯამებელი ოქმის მიღების წინაპირობას.
მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მეორე ტურის კენჭრისყრის დღეს და მის შემდეგ წარდგენილი საჩივრების განხილვისას გაითვალისწინოს გამოვლენილი პრობლემები და გასწიოს ძალისხმევა მათი აღმოფხვრის მიზნით.