28 ოქტომბერს, 19:00 საათზეთიბისი გალერეაში  წიგნის „ვეფხისტყაოსანი – გრაფიკული რომანი“ პრეზენტაცია გაიმართება.

ეს არის პირველი ქართული გრაფიკული რომანი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“   სიუჟეტის 1500-მდე ილუსტრაციით და მინიმალისტური, თანამედროვე ტექსტით გვიყვება.

სცენარის ავტორი და პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი მხატვარი პაპუნა დავითაიაა.

პრეზენტაციის პარალელურად, გაიმართება“ ვეფხისტყაოსნის“ ვიდეო და ფოტოინსტალაციის ჩვენება და პაპუნა დავითაიას ფერწერული ტილოების გამოფენა.

წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა.

დასწრება თავისუფალია.

 მისამართი: თიბისი გალერეა, თიბისი ბანკის სათავო ოფისი (მე-4 სართული)

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *