პაციენტების თბილისში მკურნალობის თავიდან ასარიდებლად თიბილოვი რუსეთს დახმარებას სთხოვს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა, პაციენტების რუსეთის ფედერაციის საავამდყოფოებში გადაყვანის მიზნით, რუსულ მხარესთან საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა რუსულ საინფორმაციო გამოცემა იტარ-ტასს განუცხადა.

ამჟამად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთთან მხოლოდ საავტომობილო გზა, ცხინვალი-ვლადიკავკაზი, აკავშირებს. თიბილოვი ამბობს, რომ ხშირად, მაგალითად, მეწყერის დროს ოპერატიულად გაადგილება საავტომობილო გზაზე შეუძლებელია.

“ავიაცია ძალიან გვჭირდება. მეზობელ საქართველოში განვითარებულია მედიცნის ზოგიერთი მიმართულება და რესპუბლიკის მოქალქეები ხელისუფლებას პერიოდულად მიმართავენ  საქართველოში სამკურნალოდ გაგზავნის თხოვნით. იქ უფრო მალე შეიძლება გამგზავრება, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში. და ეს იმ დროს, როდესაც სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ჟენევის დისკუსიების მოედნის გარდა. საქართველოში ჯანმრთელობის მხრივ ჩართულობის სერიოზული პროექტი არსებობს. ის ფინანსდება და მხარდაჭერილია დასავლელი ქვეყნების მიერ. ეს არის იძულებითი ზომა”, – ამბობს თიბილოვი.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან პაციენტთა რიცხვი, რომლებიც თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში ჩამოდიან სამკურნალოდ, იზრდება.