ომბუდსმენი ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში მთელი რიგი ხარვეზებია და მათი მთავარი რეკომენდაცია არის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც ამ ხარვეზებს გამოასწორებს.

ომბუდსმენმა პარლამენტს ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო წინადადებით 2015 წლის 11 თებერვალს მიმართა, თუმცა მე-8 მოწვევის პარლამენტს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე არ უმსჯელია.

კერძოდ, სახალხო დამცველი ითხოვს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიდეს რიგი ცვლილებები, მათ შორის:

[checklist]

[/checklist]

საანგარიშო პერიოდში, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აგვისტოს მოცავს, სახალხო დამცველმა 113 საქმე შეისწავლა. შეიმუშავა 12 რეკომენდაცია, 4 ზოგადი წინადადება და 6 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. ამათგან საქმის წარმოება შეწყდა 41 საქმეზე, ხოლო 19 საქმე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

განცხადებების ყველაზე მეტი – 18% პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ეხება, რელიგიის საფუძვლით დისკრიმინაციის შესახებ განმცხადებელთა 17% დავობს, ეროვნული/ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს განცხადებების 14% ეხება, სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები კი, წინა წლის მსგავსად, განცხადებების 10%-ს შეადგენს. 8%–ს წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ნიშნით და 7%-ს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ მომართვიანობა. განცხადებების დანარჩენი ნაწილი ასევე შეეხება ასაკის, რასის, პროფესიული კავშირის წევრობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებს.

 

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის სპეციალური ანგარიში

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის სპეციალური ანგარიში

ომბუდსმენის ცნობით, საჯარო პირების წინააღმდეგ დავა საქმეთა 55%-ის შემთხვევაში მიმდინარეობდა, კერძო სამართლის ფიზიკურ და ურიდიულ პირებს კი განმცხადებლების 45% ედავება.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის სპეციალური ანგარიში

დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის სპეციალური ანგარიში

 

საქართველოს ხელისუფლებამ დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის შექმნის ვალდებულება 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების დღის წესრიგის საფუძველზე აიღო. საქართველოს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“კანონი პარლამენტმა 2014 წლის 2 მაისს მიიღო.

ანტიდისკრიმინაცული კანონის საფუძველზე, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის ფუნქცია მიენიჭა საქართველოს სახალხო დამცველს. ამ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით,  სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა თანასწორობის დეპარტამენტი, რომელმაც ფუნქციონირება 2014 წლის 20 ნოემბერს დაიწყო.