დედაენაზე მოდარდე დეპუტატობის კანდიდატი ”ქართულ ოცნებაში”

შოთა ზოიძე ”ქართული პოლიტიკის”  ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. იგი აბაშიძის ხელისუფლების დროს ორჯერ იყო დეპუტატი და ორჯერ მაღალი თანამდებობაც ეკავა. იგი  პარლამენტში ეროვნული ღირებულებების დაცვას აპირებს.  


ვხედავ, რომ ”ნაცმოძრაობა” ჩვენს ეროვნულ სულიერებას დიდ საფრთხეს უქმნის.



იმ საფრთხეს, რომ ჩვენი დედაენა კედელთან არის მიყუდებული. ეს იმაში გამოიხატება, რომ სიტყვა ”ყმაწვილს” ”თინეიჯერით” გვიცვლიან. გვახსოვს, იტალიაში სააკაშვილს მიკროფონი იმის გამო გაუთიშეს, რომ პროტოკოლი დაარღვია და ინგლისურად დაიწყო საუბარი. ტელევიზიებითაც ყოველდღე ირღვევა კონსტიტუცია, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენაა. რუსულ ენაზე სინქრონებს არ თარგმნიან, რაც მიუღებელია.


არა, ეროვნული სულისკვეთების გამომხატველი ინსტიტუტები დაინგრა. გაუქმდა ენის პალატა, ქართული ენის კათედრები. მეფის რუსეთის დროსაც არსებობდა ქართული ენის კათედრა და მეცნიერული მუშაობა მიმდინარეობდა.



ფაკულტეტი სხვა რამეა, ამას განათლების რეფორმას ეძახიან, მაგრამ ეს რეფორმა არ არის. ევროპული განათლება ადრე გვქონდა, როცა პეტრე პირველმა ევროპის ფანჯარა გაჭრა და ანგლო-საქსური განათლება შემოიტანა. ეს მემკვიდრეობა საბჭოთა იმპერიამაც მიიღო.



მაშინ ევროპული განათლება გვქონდა… ბავშვებს ”დილა” დაუხურეს და ”ჯეობარი”  შეაჩეჩეს; სკოლებში მკვლელობების რიცხვი გაიზარდა; უნივერსიტეტიდან პროფესორები გააძევეს.



მე დოქტორი ვარ და ჩამომალაბორანტეს, ასოცირებული პროფესორი გამხადეს. ეს შეურაცხყოფაა. თინეიჯერები კი გააფულპროფესორეს. ”ცისკარი”, ”მნათობი” რომ დაიხურება, იმ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ არის. მეფის რუსეთის დროს ვორონცოვმა საკუთარი ხელფასით გამოიწერა ”ცისკარი” და მოსახლეობას დაურიგა.



ვალდებულია შეინარჩუნოს. ბავშვებს განათლება მისცეს და ეროვნულ ფესვებს მიხედოს.



რობერტ სტურუა წერდა, რუსთაველი იდიოტი იყოო, შეიძლება ამის დაწერა? აზრი გამოთქვი იმაზე, შენ რა გააკეთე. რუსთაველის, თამარისა და აღმაშენებლის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს შეიძლებოდა ეთქვა, რომ აკაკი წერეთელი ”ბანძია?” იმიტომ თქვა, რომ სოროსი უხდიდა ფულს.



ის ალენ დალესის დოქტრინას აფინანსებს ამერიკაში, რომელიც ებრაელთა გაერთიანებაა და მცირე ერების წინააღმდეგ იბრძვის.



არა. ებრაელი მეგობრები მყავს… რაში უხდის მინისტრებს ხელფასს სოროსი?



მე აბაშიძის ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი. ჩემი წერილები ”ლიტერატურულ საქართველოში” არ წაგიკითხავთ?



კი, შეზღუდული იყო ტელევიზია, მაგრამ მედიაზე შეზღუდვა ყველა დროში არსებობდა. ნაპოლეონის დროსაც კი.



იმ რეჟიმის დროს ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. იქ უმრავლესობა წყვეტდა ყველაფერს.



მაგალითად, ჩემმა მეგობარმა დავით მაღრაძემ მიუგდო დეპუტატობის მანდატი და წამოვიდა პარლამენტიდან. მას ეყო ვაჟკაცობა.

მე პარლამენტში ეროვნული ღირებულებების დასაცავად მივდივარ. ამას მხოლოდ ერთი კაცი ვერ გადაწყვეტს. თუმცა არ მჯერა ხელისუფლების სატელიტი და ვიღაცის ფულით დაფინანსებული პარტიების.



ჩვენ ღმერთი. ფული არ გვაქვს.



თუ დეპუტატი გავხდი, პირველ რიგში, მოვითხოვ კომისიის შექმნას, რომელიც 1991-92 წლების მოვლენებს შეისწავლის. დამნაშავე ორივე მხარეს უნდა დაისაჯოს. პოეტი ნელი თარბა ჩემი მეგობარი იყო. პასპორტი რომ მქონდეს, ჩავიდოდი აფხაზეთში და ჩამოვიყვანდი. თუმცა არც კი ვიცი, ცოცხალია თუ არა. ოსები არ წამოვლენ ჩვენთან ურთიერთობაზე, თუ ფანდარასტები ვუძახეთ და არც რუსეთი დაგველაპარაკება, თუ მის პრეზიდენტს ლილიპუტინს დავუძახებთ.