გამოკითხულთა მხოლოდ 3% მისცემდა ხმას”ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას”, ხოლო 1 % – სხვა ოპოზიციას. სხვა ოპოზიცია მოიცავს შემდეგი პარტიების ჯამს: ლეიბორისტული პარტია, დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველო,
ახალი მემარჯვენეები, ქართული დასი, თავისუფალი საქართველო, ეროვნულ– დემოკრატიული პარტია, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, თეთრები, ევროპელი დემოკრატები და საქართველოს დემოკრატიული პარტია. რესპოდენტთა 16 %–მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
თებერვლის მონაცემებთან შედარებით “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგმა 11%–ით დაიწია, ხოლო კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგმა 8%–ით მოიმატა. კერძოდ, თებერვალში NDI -ის ჩატარებული კვლევის მიხედვით მმართველი პარტიის რეიტინგი იყო 47%, ხოლო კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგი– 10%.
NDI-ის კვლევის “საზოგადოების განწყობა საქართველოში” საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).