CNN-ის ცნობით, 174 პატიმარი გაიქცა ჰაიტიში, ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად. მოკლულია ერთი დარაჯი. როიტერის ინფორმაციით კი, გაქცეულებმა ცეცხლსასროლი იარაღიც გაიტაცეს. ციხე ჰაიტის დედაქალაქის, პორტ ო პრენსის ჩრდილოეთით მდებარეობს.
გაქცევის დროს მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა სამი პატიმარი, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.
გაქცეული პატიმრების მოსაძებნად ოპერაცია მიმდნარეობს, პოლიციას გზებზე საკონტროლო პუნქტები აქვს მოწყობილი.
ჰაიტიში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის მოქალქეებს მოუწოდებს, მოერიდონ ამ ადგილებს.
Manhunt launched after prison break in hurricane-hit Haiti https://t.co/aUKod3dM68
— Al Jazeera News (@AJENews) October 23, 2016