ახალი ამბები

ვლადიმერ უგულავას სამოქმედო გეგმა ორშაბათს გახდება ცნობილი

13 ივლისი, 2012 •
ვლადიმერ უგულავას სამოქმედო გეგმა ორშაბათს გახდება ცნობილი

„პირველი სამუშაო დღე მთავრდება, ნორმალური განწყობაა კოლექტივში. პრესასთან შესახვედრად ხუთი წუთით გამოვედი. ბევრია სამუშაო. ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას და მოქმედების  გეგმა წარმოგვიდგეგენთ“ – განუცხდა უგულავამ „ქართუ ჯგუფის“ სათაო ოფისის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს.

 

ვლადიმერ უგულავამ, რომელიც აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების – სს ,,ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და სს ,,პროგრეს ბანკიის“ აქციათა 21,71450%-ის მმართველად 12 ივნისს  დაინიშნა, სს “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭო იმავე დღეს დაითხოვა.

 

სს “ბანკი ქართუს” ხმების 100%-ის მფლობელი აქციონერის – სს “ქართუ ჯგუფის” ახალი პრეზიდენტის ვლადიმერ უგულავას გადაწყვეტილებით, “ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობიდან გაყვანილნი არიან: ნოდარ ჯავახიშვილი, ნათელა ყალიჩავა და ეთერ დემინაშვილი.
აღნიშნული პირების ნაცვლად საბჭო შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: ვლადიმერ უგულავა, ირაკლი ზარქუა და როინ ცაციაშვილი.

 

ახალი საბჭო დაკომპლექტებისთანავე შეიკრიბა და დაითხოვა “ქართუ ბანკის” დირექტორატი სრული შემადგენლობით. კერძოდ, თანამდებობიდან გათავისუფლდა “ქართუ ბანკის” გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნატო ხაინდრავა, მოადგილე – დავით გალუაშვილი, დირექტორატის წევრები – მანანა ნადირაძე, გოჩა ჩიკვილაძე, ზურაბ გოგუა, ბექა კვარაცხელია, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე გალდავა.

 

სს “ბანკი ქართუს” გენერალურ დირექტორად ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად ირაკლი ზარქუა დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი