მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, ბარიერის 1%-მდე დაწევა და “გირჩის” სხვა მოწოდებები ახალ პარლამენტს

“გირჩი” ახალ, მე-9 მოწვევის პარლამენტს წერილობით მიმართავს, რომელშიც ჩამოყალიბებულია ის გადაუდებლად აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას.

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში გახშირდა საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ჯერჯერობით განხილვის თემებია ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის საშიშროება, ხოლო საშიშროებად დასახულია პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა ისე, რომ მას საყოველთაო სახალხო არჩევნების ნაცვლად ირჩევდეს პარლამენტი და კონსტიტუციით ოჯახის თუ ქორწინების შინაარსის განსაზღვრა

კონსტიტუცია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას და მის მომავალს. სწორედ ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ კონსტიტუციაში ცვლილებაზე, პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რა სჭირდება ყველაზე მეტად ქვეყანას უახლოეს მომავალში, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ისევე, როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის, და რაზე არის შესაძლებელი კონსენსუსის მიღწევა მომავალ პარლამენტში გამომდინარე იმ დაპირებებიდან, რომლებიც გაცემული იქნა წინასაარჩევნოდ საკანონმდებლო ორგანოში გასული პოლიტიკური პარტიების მიერ“, – ნათქვამია გირჩის მიმართვაში.

გირჩი მიიჩნევს, რომ უახლოეს პერიოდში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ორი საკითხი, რომელიც უკეთესად უნდა დარეგულირდეს საკონსტიტუციო დონეზე, არისპოლიტიკური სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი კონსტიტუციური გარანტიები

“პოლიტიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია არსებითად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური გაერთიანებების ადეკვატურ წარმომადგენლობას პარლამენტში“, – მიიჩნევს გირჩი და იმ ცვლილებებზე საუბრობს, რაც აუცილებლად უნდა გატარდეს, ესენია:

გირჩი მიიჩნევს, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური გარემოს სტაბილურობის საკონსტიტუციო ჩამკეტი მექანიზმების შექმნა:

“ჩვენი აზრით, ეს არის ყველაზე მოკლე რეცეპტი საქართველოში დღეს არსებული მთავარი გამოწვევის საპასუხოდ და ამ საკითხების განხილვით უნდა იყოს დაკავებული როგორც პოლიტიკური სპექტრი, ისე სამოქალაქო საზოგადოება”, – ნათქვამია გირჩის მიმართვაში.