ლარი ორი თეთრით გაუფასურდა

დღეს ლარი კიდევ დაახლოებით ორი თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,3752 ლარია. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0,0215 პუნქტით გაუფასურდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი უფასურდება. ლარის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის აგვისტოდან დღემდე სავალუტო აუქციონზე 180 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა ეროვნული ვალუტა გაუფასურებას  განაგრძობს.