განცხადებიდან ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი შეინარჩუნა ეკატერინე ზღულაძემ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა ამავე უწყების ადმინსიტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა ხიზანიშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ასევე არიან: შალვა ჯანაშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე და ნოდარ ხარშილაძე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სასაზღვრო პოლიციის უფროსი გახდა ნიკა ძიმცეიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი – პოლიციის პოლკოვნიკი ვახტანგ ბოჭორიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი – პოლკოვნიკი ლევან ქარდავა.
შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი დაიკავა ვიცე პოლკოვნიკმა რევაზ შიუკაშვილმა, შსს გენერალურ ინსპექციას უხელმძღვანელებს პოლიციის პოლკოვნიკი თენგიზ გუნავა.
შსს იმერეთის,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი ალექსანდრე სვინტრაძე, შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი – პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი გიორგი კოკაია, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი – პოლიციის პოლკოვნიკი ლევან კახიანი, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი – პოლიციის მაიორი ილია გამგებელი, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი – პოლიციის კაპიტანი ვეფხია საგინაშვილი, ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი – ირაკლი ყიფშიძე.