მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველობის, 70-წლიანი მეფობის შემდეგ, ტაილანდის მეფე ბუმინოლ ადულადეი 13 ოქტომებრს გარდაიცვალა.

მონარქი 88 წლის იყო. მეფე ბოლო წლების განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. ტაილანდისათვის ის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მისი მეფობის პერიოდში ქვეყანამ რამდენიმე სამხედრო გადატრიალება და მძიმე პოლიტიკური ცვლილებები გამოიარა. BBC-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ მას მცირე კონსტიტუციური უფლებები ჰქონდა, ქვეყნის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა და მისი პოპულარობა არასდროს შემცირებულა.

ქვეყანაში მეფის გარდაცვალებას გლოვობენ. ხალხი მეფის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაგებად სირირაჯის საავადმყოფოსთან (იქ, სადაც მეფე იმყოფებოდა) იყო შეკრებილი.

ქალი დასტირის გარდაცვლილი მეფის ფოტოს. ფოტო: EPA/DIEGO AZUBEL
საავადმყოფოსთან შეკრებილები გლოვობენ მეფის გარდაცვალებას. ფოტო: EPA/ALISA YULDYBAEVA
სირირაჯის საავადმყოფოსთან შეკრებილები გლოვობენ მეფის გარდაცვალებას. ფოტო: EPA/DIEGO AZUBEL
ქალს მეფის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, გული წაუვიდა. ფოტო: EPA/RUNGROJ YONGRIT
ქალს ხელში მეფის ფოტო უჭირავს. ხალხი მის გარდაცვალებას საავადმყოფოსთან გლოვობდა. ფოტო: EPA/ALISA YULDYBAEVA

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტახტს მეფის შვილს, პრინც მაჰა ვაირალონგკორნს გადასცემენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *