ანონსი – 14 ოქტომბერი

11:00 “პირველის პრესკლუბში” “პაატა ბურჭულაძე-სახელმწოფო ხალხისთვის” სიის მე-5 ნომერი, დავით კიზირია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პარტიაში არსებული მდგომარეობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა
11:30 “ქართული ოცნების” საბურთალოს მე-6 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან გოგიჩაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა
12:00 თბილისში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის”, თბილისის მერიისა და ველოსპორტის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, სამოყვარულო მასობრივი ველო-გარბენი გაიმართება. რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე. მარათონი სტარტს აიღებს 12:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.
14:00 საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში გახსნისგამოფენას „არჩევნები საქართველოში“.  მისამართი.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის #40
17:00 თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმში მოეწყობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და მხატვართა კავშირის ორგანიზებით, განხორციელებულ პროექტ „მხატვრის თვალით დანახული საქართველოს“ მონაწილე თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა.
ანონსი – 14 ოქტომბერი