ნობელის პრემია ლიტერატურაში ბობ დილანს გადაეცა

“ამერიკული სიმღერის ტრადიციაში ახალი პოეტური გამოხატვის შექმნისთვის” ნობელის პრიზი ლიტერატურაში ბობ დილანს გადაეცა.

ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი 2016 წლის 13 ოქტომბერს, 15:00 საათზე გამოცხადდა. ლიტერატურაში ნობელის პრემიის ნომინანტების წარდგენის უფლება მხოლოდ კვალიფიციურ ადამიანებს აქვთ. სრული ინფორმაცია კონკრეტული წლის ნომინანტების შესახებ 50 წლის შემდეგ ვრცელდება. წლების განმავლობაში მას საიდუმლოდ ინახავენ.

ნობელის ლიტერატურის კომიტეტი  თავად უგზავნის მოწვევას იმ ადამიანებს, ვინც კანდიდატები უნდა დაასახელოს. ნომინანტების წარდგენის უფლება აქვს: შვედეთის ან სხვა ქვეყნების აკადემიებს. ასევე, სხვა ინსტიტუტებს, რომელსაც მსგავსი პროფილი აქვთ: ლიტერატურის და ენათმეცნიერების პროფესორებს; ნობელის პრემიის წინა ლაურეატებს, რომელთაც ჯილდო ლიტერატურაში გადაეცათ; ავტორთა საზოგადოების პრეზიდენტებს, რომლებიც ლიტერატურულ პროდუქციას წარადგენენ მათ ქვეყნებში.

[checklist]

[/checklist]