ახალი ამბები

ჯონ ბასი: მასთ ქერი ზრდის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას

28 ივნისი, 2012 •
ჯონ ბასი: მასთ ქერი ზრდის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას

ჟუნრნალისტებთან შეხვედრისას აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ”მასთ ქერის” პროგრამის აუცილებლობასაც შეეხო.

”კანონპროექტის დეტალებში შესვლის გარეშე ავღნიშნავ, რომ დიახ, ”მასთ ქერი”  ზრდის მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ხელს უწყობს პარტიებისთვის თანაბარი ველის არსებობას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ნაბიჯია. ასევე მიმაჩნია, რომ ”მასთ ქერის”  ვადის გახანგრძლივება მთელ საარჩევენო პერიოდზე ნამდვილად განხილვის საგანი უნდა გახდეს. თუ ამ კანონს პარლამენტი დაამტკიცებს, იგი ნამდვილად შეუწყობს ხელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას,”- განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.    

მასალების გადაბეჭდვის წესი