ქვემო ქართლში გამაჯვებული “ოცნების” კანდიდატებიდან ყველაზე მეტი ხმა კახა ოქრიაშვილმა მიიღო

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქვემო ქართლში რვა მაჟორიტარული ოლქიდან 3-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. პირველი ტურში ქართული ოცნების ხუთმა კანდიდატმა გაიმარჯვა, მათგან ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა ბიზნესმენმა კახაბერ ოქრიაშვილმა მიიღო, რომელიც წელს “ოცნების” სახელით იყრიდა კენჭს.

ქვემო ქართლის ოლქები, სადაც ოცნების წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს პირველსავე ტურში:

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურია მოსალდნელი შემდეგ ოლქებში:

1. რუსთავის #29 ოლქი

პაატა მხეიძე, ქართული ოცნება – 45.35%

მამუკა ჩიქოვანი, ენმ – 32.05%

ამ ოლქში სულ 42 უბნიდან მონაცემები დათვლილია 35 უბნის მიხედვით

2. რუსთავის #30 ოლქი

გიორგი ბეგაძე, ქართული ოცნება – 47.75%

დავით კირკიტაძე, ენმ – 33.68%

ამ ოლქში სულ 42 უბნიდან მონაცემები დათვლილია 31 უბნის მიხედვით

 

3. მარნეულის #36 ოლქი

თამაზ ნავერიანი, ქართული ოცნება – 49.85%

აკმამედ იმამკულიევი, ენმ – 41.75%

ამ ოლქში სულ 46 უბნიდან მონაცემები დათვლილია 36 უბნის მიხედვით