გორის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, 56 წლის მამაკაცი სასოფლო–სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც ძლიერი სეტყვა დაიწყო, რასაც მეხის ჩამოვარდნა მოჰყვა:

“56 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, დაშავებულია ასევე მისი დამხმარე ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი დახმარება უტარდება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადეს გამგეობაში. მათივე ცნობით, სეტყვას სოფლებისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია:

“წვიმა არ ყოფილა, შესაბამისად, არაფერი დატბორილა, არც ქალაქი და არც მიმდებარე სოფლები, თუმცა ძლიერმა სეტყვამ 50–მდე ჰექტარი ნათესები გაანადგურა. ამ ეტაპზე მეტი ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს”, – აცხადებენ გამგეობაში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *