სტამბულში დანაღმული მოტოციკლის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

როიტერის ინფორმაციით, სტამბულში, პოლიციის შენობის მახლობლად, მოტოციკლეტში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. აფეთქება ათათურქის აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. ამ დროისათვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას აუღია.

ბოლო მსგავსი აფეთქება სტამბულში ივნისში მოხდა, რომელსაც 45 ადამიანი ემსხვერპლა. თურქული მხარე აფეთქებაში ბრალს ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” სდებდა.