პროკურატურამ ანტენების დაყადაღებაზე განცხადება გაავრცელა

22 ივნისს პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და 21 ივნისს “გლობალ ტვ” -ის დაყადარებულ ანტენებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

“კონტროლის პალატის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ზოგიერთი პირები ახორციელებდნენ ამომრჩევლის მოსყიდვას. ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით ხდებოდა ანტენების უსასყიდლოდ გადაცემა. 2012 წლის 20 ივნისს დაიწყო გამოძიება და სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების მიზნითაც დაყადაღებულია დაუმონტაჟებელი ანტენები”, – აცხადებს ტყეშელაშვილი.

მისივე თქმით, ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა ამომრჩევლის და წინასაარჩევნო პროცესების დაცვას.

“ამჟამად დაყადაღების პროცედურა დასრულებულია. მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით”. 

21 ივნისს ”გლობალ ტვ”-ის 60-ათასამდე ანტენა დაუყადაღეს. ანტენები დაყადაღებულია – ურეკში გასართობ პარკ ”ციცინათელას” ტერიტორიაზე, ლანჩხუთში, სენაკში, სამტრედიაში, თბილისსა და თელავში. კომპანია ამ ფაქტის გასაჩივრებას სასამართლოში დღეს გეგმავს.