დღეს, 6 ოქტომბერს, „პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდასაჭერად  თბილისის სხვადასხვა უბნებში პარტიის სიმბოლიკით აღჭურვილი ავტომობილების მსვლელობა გაიმართა.

“სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქებში გვექნება მსვლელობა. ამომრჩეველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 8  ოქტომბერს ქვეყნის ბედი წყდება. დაწერილია “ნაც-ქოცური” სცენარი, რომლის მიხედვით, ორპარტიული პარლამენტი სურთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი გეგმები ჩავშალოთ და მრავალპარტიული პარლამენტი ავირჩიოთ,” – ამბობს გლდანი – მუხიანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კუკავა.

მისივე თქმით, ორპარტიული პარლამენტით საქართველო დაიღუპება:

“ჩვენ მოვუწოდებთ ამომრჩეველს, რომ მოვიდნენ საარჩევნო უბანზე და შემოხაზონ რვიანი ან ნებისმიერი სხვა არასაპარლამენტო პარტია. მრავალპარტიული პარტია ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნება დამოუკიდებლობის ისტორიაში. ”

ავტომობილების კოლონის დაძვრამდე ვარდების მოედანზე კახა კუკავას მხარდასაჭერად რამდენიმე წუთით მივიდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციციის თავმდჯომარე ზაზა ხატიაშვილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *