საარბიტრო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა, რომელიც ჩოგბურთელ მარია შარაპოვას დოპინგის მიღების გამო დაუწესეს, 24 თვიდან 15 თვემდე შემცირდა.
დიდი სლემის ხუთგზის გამარჯვებულს, მარია შარაპოვას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცამ 2 წლით თამაში აუკრძალა მას შემდეგ, რაც 2016 წლის ავსტრალიის ღია ჩემპიონობის წინ გავლილ ტესტირებაზე პრეპარატ მელდონიუმის მიღება დაუდასტურდა. მელდონიუმი გულის დაავადების სამკურნალო პრეპარატია, რომელიც აკრძალულ პრეპარატთა სიას 2016 წლის 1 იანვრიდან დაემატა.
მარია შარაპოვა კორტზე 2017 წლის 26 აპრილიდან დაბრუნდება.