ახალი ამბები

რონჟესი საეჭვო ფინანსური ოპერაციის გამო იკითხება

14 ივნისი, 2012 •
რონჟესი საეჭვო ფინანსური ოპერაციის გამო იკითხება

“მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ალექსანდრე რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც  2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს „ლიზინგი 21“-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც საქართველოს კანონმდებლობითა და  შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს.

 
 
ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლალირება, მიზანშეწონილია, ალექსანდრე რონჟესი მოწმის სახით იქნას დაკითხული”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
 
გლობალ TV–ის ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესი ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განცალკევებულ ოთახში ჰყავთ. მასთან იმყოფება ადვოკატი არჩილ კბილაშვილი. 
მარჯვნიდან პირველი: ალექსანდრე რონზჰესი
მარჯვნიდან პირველი: ალექსანდრე რონზჰესი

მასალების გადაბეჭდვის წესი