ანონსი – 3 ოქტომბერი
წარმოგიდგენთ 3 ოქტომბერს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:
10:00 საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ზუგდიდში (პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენცია, ლაღიძის 1) ტექნოლოგიურ პარკს ხსნის. ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილი იქნება როგორც სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე სასწავლო ცენტრი, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები.
10:30 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გლდანის პროფესიულ კოლეჯში პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრება. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 3 ოქტომბრიდან დაიწყება და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მისამართი: გლდანის პროფესიული კოლეჯი ( ხიზანიშვილის ქუჩა)
11:00 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შულედური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო “თბილისი რუმსში”,11:00-ზე მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 514 00 84 48
12:00 მედიის განვითარების ფონდი (MDF) ჟურნალისტებს “წინასაარჩევნო მედია გარემოს” შესახებ ანგარიშს წარუდგენს. ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება MDF-ის ოფისში: ქობულეთის ქუჩა 34/36, სადარბაზო 1, სართული 4, ბინა 5
12:00 “პირველის პრესკლუბში” პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა 595 01 82 49.
12:00 საათზე, “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია ბრიფინგს გამართავს. თემა: რამდენს ხარჯავს უკანონოდ შალვა ნათელაშვილი საბიუჯეტო სახსრებს. ი. ხვიჩიას 17
13:00 „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ჟურნალისტებს წარუდგენს ანგარიშს „მედიის„თავისუფლების“ 4 წელი საქართველოში“.ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება კლუბში „ფრონტლაინ ჯორჯია“, ლ. ასათიანის #62.
14:00 სასტუმრო “თბილისი მარიოტში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გიწვევთ ანგარიშის პრეზენტაციაზე “შრომითი გარემო საზოგადოებრივ მაუწყებელში”. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიში საზოგადოებრივ მაუწყებელში სამუშაო გარემოს კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლები მიმოიხილავენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის ფონზე არსებულ პრობლემურ საკითხებს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
15:00 ყაზბეგის გამზ. N27-ში კომპანია „გალფის“ ხელმძღვანელები საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად „გალფის სკვერს“ ოფიციალურად გახსნიან.