დაკარგულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი

ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ნეტგაზეთს დაუდასტურეს, თუმცა ისინი დეტალების განმარტებისგან თავს იკავებენ.

 

“ჯერჯერობით თავს ვიკავებთ მეტი დეტალის თქმისგან. ვშიშობთ, ამის გასაჯაროვებით მეტი საფრთხე არ შევუქმნათ მას,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ცენტრის ყოფილი თანამშრომელი. 

 

მამუკა ჯიბლაძე, მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების (“CAT”) ალგორითმის ავტორია.

 

აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარისთვის ნეტგაზეთმა დღეს, 13 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. როგორც შს  სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოტა უტიაშვილმა გვითხრა, მისთვის ეს ფაქტი ცნობილი არ არის და გაარკვევს. 

 

ჯიბლაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემდეგ დატოვა, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრმა თანამდებობიდან დაითხოვა.  


მარცხნივ მამუკა ჯიბლაძე
მარცხნივ მამუკა ჯიბლაძე