ტყიბულის გამგეობიდან ლეპტოპი მოიპარეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობიდან ერთი ლეპტოპი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც შსს–ში განგვიცხადეს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა, სავარაუდოდ, გუშინ გაძარცვეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. სსსკ–ის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.