არ მინდა ნაციონალური მოძრაობა გავახარო და თანამებრძოლს ხმები გავუყო, – ია მეტრეველმა, რომელიც თამაზ მეჭიაურის პარტიიდან ვაკის მეორე ოლქში იყრიდა კენჭს, ბიძინა გეგიძის სასარგებლოდ თავისი კანდიდატურა მოხსნა.
“პარტიას არ ვტოვებ. მაჟორიტარობის არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ არ მინდა “ნაციონალურ მოძრაობას” მივანიჭო სიამოვნება და ხმები გავუყო “ქართული ოცნების” კანდიდატს, რომელიც არის ჩემი თანამებრძოლი. ჩვენ ერთად ვიბრძოდით მთელი 9 წელიწადი იმ ჯოჯოხეთის წინააღმდეგ და არ მინდა, რომ გავახარო საქართველოს დაუძინებელი მტერი “ნაციონალური მოძრაობა” და მათ წისქვილზე დავასხა წყალი. ბიძინა გეგიძის სასარგებლოდ ვხსნი კანდიდატურას,” – განუცხადა ნეტგაზეთს ია მეტრეველმა.
ვაკის მეორე ოლქში, ბოლო ინფორმაციით, 12 მაჟორიტარობის კანდიდატი იყრის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს: