თიბისი ბანკი ანზორ ქოქოლაძეს სიცრუეში ამხელს

თიბისი ბანკი, ბოლო დროის მანძილზე, თავს იკავებდა ანზორ ქოქოლაძის შეურაცხმყოფელ ბრალდებებზე რეაგირებისაგან, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ გარემოებით, რომ ბატონი ქოქოლაძე იმყოფებოდა საპყრობილეში და, ჰუმანური მოტივებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ ჩავთვლეთ მასთან პოლემიკაში შესვლა.

 

თუმცა, დღეს უკვე თავისუფლებაში მყოფი ანზორ ქოქოლაძე აქტიურად აგრძელებს ბანკზე და მის დამფუძნებლებზე ცილისწამების გავრცელებას და ამიტომ მორალურად სავსებით გამართლებულად მიგვაჩნია, ამჯერად ღიად წარმოვაჩინოთ მის მიერ საზოგადოების სრული დეზინფორმირების მცდელობა.

 

ჩვენ გვსურს წარმოვადგინოთ ფაქტების ქრონოლოგია, რომელიც ასახავს ელიტ ელექტრონიქსის ურთიერთობას თიბისი ბანკთან და ამ კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რის გაყალბებასაც ცდილობს ანზორ ქოქოლაძე. ქვემოთ მოყვანილია კონკრეტული ფაქტები და ციფრები. გვსურს, საზოგადოებამ თავად გააკეთოს დასკვნა:

 

ამასთან, გვინდა განვაცხადოთ, რომ არც თიბისი ბანკი და არც მისი აქციონერები არ ფლობენ ელიტ ელექტრონიქსის აქციებს.

 

აქამდე ჩვენ არა მარტო თავს ვიკავებდით ანზორ ქოქოლაძისათვის პასუხის გაცემისგან, არამედ პირადად მისთვის არ მოგვითხოვია თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თანხების გადახდა და არც მისი იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია განგვიხორციელებია, რაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, ჰუმანური მოტივებიდან გამომდინარე გაკეთდა.

 

თიბისი ბანკი არავის მისცემს მისი რეპუტაციის შელახვის უფლებას. მოვუწოდებთ ქოქოლაძეს, შეწყვიტოს ცილისწამება, რადგან აუცილებლად გამოვიყენებთ კანონით ჩვენთვის მონიჭებულ ყველა უფლებას თიბისი ბანკის საქმიანი რეპუტაციის დასაცავად.


თიბისი ბანკი