ახალი ამბები

დეკანოიძე: რეფორმა ჰგავს ველოსიპედის ტარების პროცესს [Video]

30 მაისი, 2012 •
დეკანოიძე: რეფორმა ჰგავს ველოსიპედის ტარების პროცესს [Video]

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ  საჯარო სკოლების მომავალ 205 მანდატურს  სერტიფიკატები გადასცეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ საჯარო სკოლების მომავალ 205 მანდატურს სერტიფიკატები გადასცეს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, ხატია დეკანოიძემ, რომელიც მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 30 მაისს წარადგინა, თქვა, რომ მისთვის ახალ თანამდებობაზე წარდგენა მოულოდნელი აღმოჩნდა:

 

„ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს შეთავაზება. შსს-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმის დანერგვაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ვგულისხმობ მანდატურების ინსტიტუტის შემოღებას. მე ვიცნობ ყველა ადამიანს, რომელიც მუშაობს განათლების სისტემაში და, ცხადია, უკეთესად გავიცნობ მათ”. 

 

მინდა გითხრათ, რომ საქრთელოში გამოცდები ჩატარდება უდიდესი შეფასებით და იმ სტანდარტებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება. ასევე, გვექნება ბევრი სიახლე.

 

დღეს პირველი დღეა, როდესაც ახალ სამსახურში მივალ. გპირდებით, გამოცდების მიმდინარეობის დროს არავითარი ხარვეზი არ იქნება. ეს შეეხება ყველა გამოცდას, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს,“- განაცხადა დეკანოიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი