ახალი ამბები

“ქომაგისთვის” გადარიცხული თანხის გამო ბიძინა გიორგობიანი დააჯარიმეს

30 მაისი, 2012 • 1109
“ქომაგისთვის” გადარიცხული თანხის გამო ბიძინა გიორგობიანი დააჯარიმეს

ფონდი “ქომაგი”, რომელიც 2012 წლის 30 აპრილს შეიქმნა იმ მიზნით, რომ იგი უნდა დახმარებოდა 1500-დან 5000 ლარამდე საკომპენსაციო თანხით პოლიტიკური დევნის მსხვერპლებსა და მათი ოჯახის წევრებს, კონტროლის პალატამ მონიტორინგის სუბიექტად მიიჩნია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის შესაბამისად.

 

„ფონდი ქომაგის“ ანგარიშზე, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მატერიალური დაინტერესების მიზნით, ფიზიკურმა პირმა ბიძინა გიორგობიანმა, რომელიც მისივე საჯარო განცხადებებით, დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ გეგმებთან, საქართველოში არალიცენზირებული ბანკიდან, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, 2012 წლის 10 მაისს 90.000 ევროს ოდენობით უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რის გამოც საქართველოს კონტროლის პალატის მიერ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგის“ ანგარიშს ყადაღა დაედო”, – ნათქვამია კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში.

 

ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომა კონტროლის პალატაში 28 მაისს ბიძინა გიორგობიანის გარეშე ჩატარდა, რადგან, როგორც კონტროლის პალატაში განმარტავენ, სხდომაზე, შეტყობინების გაგზავნის მიუხედევად, არ გამოცხადადა არც გიორგობიანი და არც მისი წარმომადგენელი.

 

კონტროლის პალატის ცნობით, ბიძინა გიორგობიანი მის მიერ ააიპ „ფონდი ქომაგის“ ანგარიშზე “განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი