თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების აქცია დასრულდა

თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების აქცია, რომელსაც რამდენიმე ათასი მოქალაქე ესწრებოდა, დასრულდა. 

 

ამ წუთებში ხალხი თავისუფლების მოედანს ტოვებს. 

 

აქციაზე სიტყვით მხოლოდ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ფეხბურთელი კახი კალაძე და პოეტი დავით მაღრაძე გამოვიდნენ. 

 

ივანიშვილის სიტყვის მერე მისმა შვილმა, ბერა ივანიშვილმა აქციის მონაწილეებისთვის იმღერა და ამით კოალიიციის საპროტესტო აქცია ლოზუნგით, “ჩვენ ვიწყებთ”, დასრულდა. 

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, კოალიციის მომდევნო აქცია ქუთაისში გაიმართება.