2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში ჩატარდება

2018 წელს საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ქალთა და კაცთა ნაკრებებმა 2016 წლის ოლიმპიადაზე მე-10 და 24-ე ადგილები დაიკავეს.

ბაქოს ოლიმპიადაზე, რომელიც 13 სექტემბერს დასრულდა, ორივე ნაკრებმა 14-14 ქულა დააგროვეს. ბაადურ ჯობავამ საჭადრაკო ოლიმპიადაზე ათ პარტიაში 8 ქულა დააგროვა და პირველ დაფაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ნინო ბაციაშვილმა, რომელმაც 10-დან 9 პარტია მოიგო და ქალთა მე-4 დაფაზე მხოლოდ ჩინელ ჟონგი ტანს (2475) ჩამორჩა, ვერცხლის მედალი მოიპოვა.