ჟურნალისტური ქარტია მთივლიშვილის დაკავებას გამოეხმაურა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება გელა მთივლიშვილის  დაკავებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი გელა მთივლიშვილი სამართალდამცავებმა 20 მაისს დააკავეს.

შემთხვევა დღეს კახეთში მოხდა. თვითმხილველის ცნობით მთივლიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც თიანეთის პოლიციის შენობას იღებდა.