პაატა ბურჭულაძე ივანიშვილს შეხვდა

ქართველი საოპერო მომღერალი და ფონდ ”იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დღეს, 14 მაისს ”ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური მხოლოდ ფოტომასალას ავრცელებს და უცნობია, რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და ბურჭულაძემ.