ბლოკის “პლატფორმა პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიული სია

საარჩევნო ბლოკმა “პლატფორმა პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიული სია დღეს, 8 სექტემბერს წარადგინა. წარდგენას პაატა ბურჭულაძე გაუძღვა, რომელმაც აშშ-იდან წარადგინა სიის პირველი თორმეტეული.

პირველ თორმეტეულში არც ერთი ქალი არ არის.

ამ სიაში არ არიან პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერები, გიორგი რუხაძე და ხათუნა ლაგაზიძე.

  1. პაატა ბურჭულაძე – პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერი, საოპერო მომღერალი.
  2. გიორგი ვაშაძე – პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი, პარლამენტის წევრი, “ნაციონალური მოძრაობიდან” წავიდა 2016 წლის მაისში.
  3. დავით ჯანდიერი – იურისტი, გირვლიანის საქმის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში, იუსტიციის მინისტრის (თეა წულუკიანის) ყოფილი პირველი მოადგილე
  4. ვახტანგ მეგრელიშვილი – “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ჯანდაცვის  მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი
  5. ირაკლი ყიფიანი – ვერონას უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის დოქტორანტი.
  6. იაგო ხვიჩია – “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი, თბილისის თავისუფალი უნივეტსიტეტის პროფესორი.
  7. დავით კიზირია – ექსპერტი ელექტრონული მმართველობის სფეროში.
  8. გიორგი მელაძე – “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი ვიცემერი, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი.
  9. მელორ ტყეშელაშვილი – ეკონომისტი, ორგზის ღირსების ორდენოსანი, თბილისის ვიცემერი 8 წლის განმავლობაში, 1998-2003 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი, ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი.
  10. მამუკა კაციტაძე – ორი მოწვის დეპუტატი პარლამენტში, ასევე ორი მოწვევის დეპუტატი თბილისის საკრებულოში.
  11. გიორგი პაპავა – ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მაგისტრი, ამავე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს.
  12. ზურაბ ჯაფარიძე – “გირჩის” დამფუძნებელი, პარლამენტის წევრი.