აგვისტოს თვეში პოლიტიკურმა გაერთიანებებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 7 742 021 ლარის შემოწირულობა მიიღეს. ყველაზე მეტი თანხა: 5,5 მილიონზე მეტი ლარი ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა “ქართულ ოცნებას” შესწირეს. მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის (662 014 ლარი), მესამეზე – ენმ (475 824 ლარი), მეოთხეზე პატრიოტთა ალიანსი (267 207 ლარი), მეხუთეზე – თავისუფალი დემოკრატები (115 550 ლარი).
მმართველ პარტიას 13-მა იურიუდიულმა პირმა ჯამში 950 ათასი ლარი შესწირა, დანარჩენი კი 449 ფიზიკურმა პირმა .