ყიფშიძის ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა

დღეს, 5 სექტემბერს, ყიფშიძის ქუჩაზე სროლის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთ სახელოსნოში მომხმარებელსა და ელექტრიკოსს შორის შელაპარაკება მოხდა ყოფით ნიადაგზე, რის შემდეგაც მომხმარებელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა და ელექტრიკოსი დაჭრა, რის შემდეგაც დაჭრილი გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.