დღეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა

26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა.

თარიღი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ 2001 წელს დააარსა და უკვე სამი წელია ღონისძიებას საქართველოც უერთდება.

ყოველწლიურად ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალური თემატიკა ირჩევა, წლევანდელი ინტელექტუალური საკუთრების დღე “ხედვის ინოვატორებს” ეძღვნებათ, ანუ იმ ადამიანებს, ვისაც ინტელექტუალური საკუთრების განვითარებაში გარდამტეხი წვლილი მიუძღვის, მათ შორის იოჰან გუტენბერგს საბეჭდი დაზგის გამოგონებისთვის, ჩინელ ნოვატორს ცაი ლუნს, რომელმაც ქაღალდის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი და ა.შ.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიღება გაიმართება.