გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ბურჯანაძის სხვა კანდიდატები თბილისში

ნინო ბურჯანაძემ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა.

“ყველა ის ადამიანი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, იბრძოდა სხვადასხვა ეტაპზე საქართველოს მთლიანობის, საქართველოს სამართლიანობის და უკეთესი მომავლისათვის. დიახ, ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, მებრძოლები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის რომ ემსახურონ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. დიახ, ჩვენ გამოვაცხადეთ საქართველოს უბლოკო სტატუსი, ამ ადამიანებში არიან ისინი, ვინც იბრძოდნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, ყველა იმ მათგანმა, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერს, იცის მშვიდობის ფასი და იმის ფასი, თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს და გამთლიანდეს, ჩვენ არ ვიძლევით ფუჭ დაპირებებს და ნახავთ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც აქ იქნება წარმოდგენილი, შეასრულებს იმას, რაც ჩვენს პროგრამაშია წარმოდგენილი და რასაც დაჰპირდება საკუთარ ამომრჩეველს” , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.