BBC-ის ინფორმაციით, 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, იტალიაში 37 ადამიანი გარდაიცვალა და 150-მდე დაკარგულად ითვლება. მიწისძვრა 24 აგვისტოს იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქ. პერუჯას მახლობლად მოხდა. მისი ეპიცენტრი ქალაქები ასკოლი, ამატრიჩე, აკუმოლი, რიეტი იყო. სამძებრო სამუშაოები გადარჩენილების ნანგრევებიდან ამოსაყვანად ამ დრომდე გრძელდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ძლიერი მიწისძვრა იტალიაში. ფოტო: EPA/MASSIMO PERCOSSI

ძლიერი მიწისძვრა იტალიაში. ფოტო: EPA/CROCCHIONI

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *