ჯანელიძე: ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის თარიღით სპეკულირება არ შეიძლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თარიღის დასახელება სწორი არ არის, რადგანაც ჯერ კიდევ პროცედურები მინდინარეობს.

ეს განცხადება ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დღეს, 24 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

23 აგვისტოს “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის რეპორტიორმა, რიკარდ ჯოზვიაკმა საკუთარ ტვიტერზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინასთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ოქტომბერში იქნება მიღებული და 2017 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.

EU diplomats still expect a final decision in EP/Council on visa lib for #Georgia & #Ukraine in Oct with visa free travel on 1 Jan 2017

— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) August 23, 2016

ამ ინფორმაციას მიხეილ ჯანელიძე არ ადასტურებს:

“არ შეიძლება თარიღებით სპეკულირება. შეიძლება გარკვეულ ჟურნალისტებს გარკვეული თავისი მოსაზრებები ჰქონდეთ, პოლიტიკოსებს თავისი მოსაზრებები ჰქონდეთ. აქ მნიშვნელოანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ პროცესები მიმდინარეობს ძალაინ აქტიურად. აგვისტოს დასვენების პერიოდებამდე განხილვები აქტიურად მიმდინარეობდა, გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ველოდებით, რომ ამ პიზიტიური განხილვის შემდეგ უკვე ლიბეს კომიტეტი სექტემბრის დასაწუყისშიკ ენჭს უყრის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში და შემდეგ უკვე დაიწყება ის პროცედურები, რომელიც განსაზღვრულია ევროპული რეგულაციებით და სისტემით, და გულისხმობს პარლამენტისა და ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების დიალოგს. შემდეგ ასევე საჭიროა, რომ პლენარულ სხდომაზე გავიდეს და მოხდეს კენჭისყრა. ამიტომ ეს პრცედურები მიმდინარეობს აქტიურად. დღეს საკითხი არ დგას, საქართველო მიიღებს თუ არა ვიზების ლიბერალიზაციას. არამედ ეს დამოკიდებული არის პროცესზე. ამიტომ მოსახლეობამ მინდა იცოდეს, რომ ნებისმიერი განცხადებები, ეს იქნება სექტემბრის დასაწყისში, სექტემბრის ბოლოს, ნებისმიერი თარიღის დასახელება არ არის სწორი, რადგან ჩვენ მივყვებით პროცედურებს და ამ პროცედურების შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიურად დასრულდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი,”- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.