აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ ქართველი სამხედრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოინახულა.
ავღანეთში 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას 2011 წლის ნოემბერიდან ასრულებენ. ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობენ.
