2017 წლიდან ცხინვალი ახალგორელებს ახალ საშვებს დაურიგებს

2017 წლის 1 იანვრიდან ახალგორელები გადაადგილების ახალი დოკუმენტებით იმოძრავებენ. აქამდე ისინი 2014 1 მაისს გაცემული საშვებით სარგებლობდნენ, რომელსაც მოქმედების ვადა 2014 წლის ბოლომდე ჰქონდა. ამის მიუხედავად, ზეპირი ბრძანების საფუძველზე გადაადგილებისას პრობლემები არ შეჰქმნიათ.

საშვი არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელზეც პირადი მონაცემებია დაწერილი. ამ საბუთის გარეშე ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება შეუძლებელია. აღნიშნულ დოკუმენტს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სახელmწიფო კომიტეტი გასცემს.

დღეისათვის, არაოფიციალური მონაცემებით, გაცემულია 6.000 ზე მეტი საშვი. ყოველდღიურად 700-800 ადამიანი კვეთს მოსაბრუნის გამშვებ პუნქტს.

ახალის საშვის მოქმედების ვადა  3 წელwadiი იქნება. ახალი დოკუმენტის მისაღებად საბუთების მიღება უკვე დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს საშვის გამცემი უწყებიდან წყარომ განუცხადა, ამჯერად მეტი სიმკაცრით მოეკიდებიან შესაბამისი ორგანოები მის გაცემას და ის, ვინც ხშირად არ კვეთდა გამშვებ პუნქტს, მათთვის საშვის გაცემა გართულდება.

სამხრეთ ოსეთში გასულ წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერით, ახალგორის რაიონში 4209 ადამიანი ცხოვრობს.

ქართულმა მხარემ ახალგორის რაიონზე კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა.