ამიკო ჩოხარაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ უახლოეს დღეებში ”კომედი შოუს” დატოვებაზე კომენტარს არ გააკეთებს. ივანიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ”კომედი შოუს” ყოფილი მსახიობები ამბობენ, რომ ისინი გააკეთებენ თავიანთ გადაცემებს და რომელი ტელეკომპანიაც მეტს გადაიხდის, პროექტსაც მას მიჰყიდიან. ”რუსთავი 2-დან” წამოსვლის მიზეზად მსახიობები ”განვითარებისა” და ”უკეთესი საქმის” კეთების სურვილს ასახელებენ.
ჩვენ დავუკავშირდით ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” გენერალურ დირექტორს კახა ბექაურს, რომელმაც განგვიცხადა, რომ არხზე მხოლოდ გასართობი შინაარსის გადაცემის გაკეთება არ იგეგმება.
”პირდაპირ გასართობი შოუები არ იქნება. ჩვენ ვგეგმავთ გავაკეთოთ პოლიტიკური სატირა, რომელიც ჯონ სტიუარტის გადაცემა Daily Show-ს მსგავსი იქნება, რაც Comedy Central-ზე გადის. რა თქმა უნდა, აქ იქნება იუმორის ელემენტები, მაგრამ ძირითად გაკეთდება პოლიტიკური სატირა,”- განუცხადა კახა ბექაურმა ”ნეტგაზეთს”.
კახა ბექაურის თქმით, ის ჯერჯერობით ვერ იტყვის, ადამიანთა რომელი ჯგუფი იმუშავებს ”მეცხრე არხის” იუმორისტულ გადაცემაზე. კითხვაზე, ”მეცხრე
მსახიობების სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით ”ნეტგაზეთი” შეეცადა ”რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის კომენტარის მოპოვებას, მაგრამ უშედეგოდ.
