“თავისუფალი დემოკრატები” სხვა პარტიებთან გაერთიანებას გამორიცხავენ

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირ გაერთიანებას არავისთან არ ვაპირებთ, – ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენი კანონმდებლობით, რამდენიმე დღეა დარჩენილი, რის შემდეგაც ყველანაირი გაერთიანება იქნება აბსოლუტურად გამორიცხული. მზად ვართ და ავითვისებთ ამ დღეებს იმაზე საუბრით, რომ ამგვარ [ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი] გაუგებარ გაერთიანებებში თავისუფალი დემოკრატების ადგილი არ არის. ჩვნი ადგილი არ არის იქ, სადაც არიან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ხელმძღვანელები,” – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან წყდება გული, რომ პაატა ბურჭულაძემ ენმ–ის ყოფილ ლიდერებთან დაიჭირა საქმე და გვერდზე მოისვა. გიორგი ცაგარეიშვილი ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრებს “პოლიტიკურ გვამებს” უწოდებს.

თავისუფლი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის ნდობა ამომრჩეველში ამ გადაწყვეტილების შემდეგ ძალიან დაეცემა.

18 აგვისტოს ოთხი პოლიტიკური პარტია – პაატა ბურჭულაძის პარტია“სახელმწიფო ხალხისთვის”, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”, გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ბლოკის სახელწოდებაა “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”.

საარჩევნო ბლოკს ასევე შეიძლება შეუერთდეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც. როგორც პარტიის ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, მას ჰქონდა მოლაპარაკებები და მხარს უჭერენ ახლად შექმნილ ბლოკს.

მოვლენების მოკლე ქრონოლიგია

[checklist]

[/checklist]