საქართველოში გერმანიიდან დეპორტირებული 33 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოში გერმანიიდან დეპორტირებული საქართველოს 33 მოქალაქე დაბრუნდა – ამის შესახებ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

თვითმფრინავი, რომლითაც დეპორტირებულები დაბრუნდნენ, თბილისში გუშინ, 16 აგვისტოს, საღამოს დაეშვა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ქართველი მიგრანტები, რომელთა დეპორტაციაც განხორციელდა, გერმანიაში, მიგრანტების თავშესაფარში ცხოვრობდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დეპორტირებულთა საკითხი არა მათ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება და უწყებაში გადაგვამისამართეს.