წარმოგიდგენთ 17 აგვისტოს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:
11:00 თბილისის მერიის წინ ‘’ირაკლი ალასანია- თავისუფალი დემოკრატების’’ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან გიგუაშვილი გლდანელებთან ერთად გამართავს აქციას სახელწოდებით ,,საჩუქარი თბილისის მერს” .
11:30 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ბრიფინგს გამართავს მიხეილ [გელა] სალუაშვილი -საარჩევნო გაერთიანების ‘ზვიადის გზა – უფლის სახელით“ თავმჯდომარე; ბრიფინგის თემა.საქართველოს გაბრწყინების ორი ეტაპის არსობრივი მხარის ასპექტები“
12:00 “პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ბრიფინგს გამართავს გიორგი ჭინჭარაული-საქართველოს ეროვნულიერთიანობის პარტიის თავმჯდომარე
13:00 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ბრიფინგს გამართავს გიორგი ლაღიძე-პარტია “მომავალი საქართველო”ს თავმჯდომარე. თემა. მიმდინარე პოლიტიკური ვითარება.
13:30 საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ბრიფინგს გამართავს საარჩევნო სუბიექტი ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციაის” სამდივნოს წევრი ვაჟა ოთარაშვილი.