ამავე გაფრთხილების მიხედვით, google-მა უკვე შეატყობინა top.ge-ს, რომლის მთვლელიც, სავარაუდოდ, ვირუსებს შეიცავს.
top.ge-ს მფლობელმა თემურ ხაინდრავამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა:
“ვირუსს შეიცავს არა თვითონ საიტი top.ge, არამედ მასზე განთავსებული ერთ-ერთი სარეკლამო ბანერი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ნაპოვნი იყოს დავირუსებული ბანერი და ამოღებული საიტიდან, რის შემდეგაც რამდენიმე საათში იგი ავტომატურად ამოვარდება google-ის “შავი სიიდან”, რომელშიც ის ახლაა განთავსებული. მანამდე კი, ვინაიდან ბანერებიც საიტთან ერთად ერთ დომენზეა განთავსებული, სისტემა საშიშად აღიქვამს მთლიანად დომენს და ყველა იმ პროდუქტს, რაც მასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მათ შორის მთვლელსაც, რომელიც კოდში შეიცავს დომენის შესახებ ინფორმაციას და, შესაბამისად, ყველა იმ საიტს, რომელსაც ეს მთვლელი აქვს დაყენებული. მაშინ, როცა ეს ხარვეზი არის დომენის და არა მთვლელის, ან, მით უმეტეს, იმ საიტების “ბრალი”, რომელთაც მთვლელი აქვთ დაყენებული.“
მსგავსი შემთხვევა ადრეც დაფიქსირდა top.ge-ის მთვლელებთან დაკავშირებით და როგორც მაშინ, ისე ახლა, რეკომენდებულია დროებით მთვლელების ამოღება საიტებიდან.
თემურ ხაინდრავას თქმით, მსგავსი ფაქტებისგან წინასწარი პრევენცია თითქმის შეუძლებელია და გამოსავლად ისევ პოსტ ფაქტუმ დროული რეაგირება რჩება.